,, წმინდა ნინო - კაპადოკიელი ’’
პროექტის სახელი: ,, წმინდა ნინო - კაპადოკიელი’’
პროექტის მიზანი: კაბადოკიის ისტორია, რელიგიის კულტურასთან გაცნობა, წმინდა ნინოს დაბადების ადგილ-მდებარეობის კვლევა.
პროექტის აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან კაპადოკიის ისტორიას და დღევანდელობას, მის გეოგრაფიულ მდებარეობას-ვულკანისგან წარმოქმნილ ქალაქს, აგრათვე ქალაქის ყოფა-ცხოვრებას. განიხილავენ წმინდა ნინოს, როგორც ქრისტიანობის გამავრცელებელს საქართველოში. მოახდენენ კვლევა-ძიებას ისტორიაში, გეოგრაფიაში, ხელოვნებაში,რელიგიასა და ლიტერატურაში.
მონაწილეთა ასაკი: IV-Vკლ. 9-10 წელი
IX-XI კლ. 14-16 წელი
ვადები / ხანგრძლივობა : 3 თვე ( მაისი, ივნისი, ივლისი )
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : გაცნობა, საუბარი, ფოტოები, დისკუსია, გუნდური წერა თემაზე- ,,წმინდა ნინო’’. კედლის გაზეთი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
მოსალოდნელი შედეგები: კაპადოკიის ფოტო-კოლაჟი, პრეზენტაცია. IX-XI კლ.-ელექტრო ჟურნალი. განთავსება ბლოგზე.
სარგებელი სხვებისთვის: კაპადოკიის გაცნობა, მისი შესწავლა, წმინდა ნინოს გაცნობა მისი ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის, მოძიებული მასალის დემონსტრირება. მონაწილე მოსწავლეების დამოკიდებულება საქართველოს ისტორიისა და კულტურისადმი. მოხდეს ბავშვებში მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება, როგორიცაა ისტორიული ძეგლების მოძიება, მათი მოვლა-გაფრთხილება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა - (განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერა, კითხვას, მოსმენას, საუბარს, კვლევა-ძიება, დისკუსია, პრეზენტაცია.)
ისტორია - ( განუვითარებს ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას; ჩამოუყალიბდება ისტორიული კვლევის უნარი. შეისწავლის სანდო ისტორიული წყაროების (წიგნი, ინტერნეტი მოძიება, პრეზენტაცია და ა.შ.) საფუძველზე სათანადო დასკვნების გამოტანას.
რელიგია - ( განუვითარებს რელიგიურ კულტურას, სარწმუნოებას შთაუნერგავს).
ხელოვნება - ( უყალიბდება ესთეტიკური ხედვა, არქიტექტურა, კაპადოკიაზე შექმნილი კომპოზიციები, ნახატები, ფოტო-ვიდეო მასალა.)
გეოგრაფია - ( ადგილმდებარეობის, რუკის მოძიება და შესწავლა კომპიუტერის გამოყენებით.)
პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა მურადელი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: xatunamuradeli@gmail.com
Saturday, October 10, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)